Sunday, January 20, 2013

სამართალი

სამართალი

სამართალი არის ბუნებით განპირობებული ადამიანთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი ზოგადსავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობა და საზოგადოებრივი ურთიერთობების მოწესრიგების სისტემა, რომელსაც ახასიათებს ნორმატიულობა, ფორომალური განსაზღვრულობა, სისტემურობა და მათი შესრულება სახელმწიფოებრივი ზემოქმედებით არის უზრუნველყოფილი.

სახელმწიფო — განსაკუთრებული წესით მოწყობილი პოლიტიკური ორგანიზაცია ეკონომიკურად გაბატონებული კლასისა მთელი ქვეყნის ფარგლებში უმაღლესი ძალაუფლების განსახორციელებლად.

ეს განმარტება აშკარად მარქსისტულია, რომელიც რა თქმა უნდა დამახინჯებაა სახელწიფოს, როგორც პოლიტიკურ-საზოგადოებრივი მოვლენის ასახვისა. შედარებით თანამედროვე სამართელბრივი და პოლიტიკური სახელწიფოს ცნება შორსაა მარქსისტული გაგებისაგან.

სახელმწიფო ეს არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმა, რომელიც განსაკუთრებული აპარატისა და საჯარო ხელისუფლების მეშვეობით ახორციელებს თავის სუვერენულ უფლებამოსილებას, უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, ამყარებს საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალს ანიჭებს საყოველთაო სავალდებულო მნიშვნელობას, რომელიც არის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერებისა და მართლწესრიგის გარანტი.

სამართლის დარგები


ეროვნული სამართალი
კერძო სამართალი
სამოქალაქო სამართალი
სავაჭრო სამართალი
შრომის სამართალი
საჯარო სამართალი
კონსტიტუციური სამართალი
ადმინისტრაციული სამართალი
სისხლის სამართალი
საპროცესო სამართალი
საერთაშორისო სამართალი
საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი საერთაშორისო საჰაერო სამართალი საერთაშორისო საზღვაო სამართალი საერთაშორისო კოსმოსური სამართალი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი საერთაშორისო სისხლის სამართალი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ევროპის კავშირის საჯარო სამართალი დიპლომატიური და საკონსულო სამართალი
კერძო საერთაშორისო სამართალი
საჯარო საერთაშორისო სამართალი
.

სასამართლო დაწესებულებები

სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო
უზენაესი სასამართლო
საოლქო სასამართლო
რაიონული სასამართლო
საარბიტრაჟო სასამართლო
პროკურატურა
გენერალური პროკურატურა
სამხედრო პროკურატურა
სამხარეო პროკურატურა





სამართალი არის ქცევის წესების, ნორმების ერთობლიობა, რომელთა შესრულებაც უზრუნველყოფილია სახელმწიფოებრივი იძულებით.


სამართალი · სამართლიანობა · მორალი · ზნეობა · ჩვეულება · იურისპრუდენცია · სამართლებრივი სახელმწიფო
ადამიანის უფლებები:
დუმილის უფლება · გამოხატვის თავისუფლება · რელიგიის თავისუფლება · შრომის თავისუფლება · საკუთრების უფლება · ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო · ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
სამართლებრივი სისტემები:
კონტინენტური ევროპის სამართალი · ანგლო-ამერიკული სამართალი · ჩვეულებითი სამართალი · რელიგიური სამართალი · შარია
სასამართლო:
მოსამართლე · ნაფიცი მსაჯულები · ნაფიც მსაჯულთა სასამართლო · საკონსტიტუციო სასამართლო · უზენაესი სასამართლო · საოლქო სასამართლო · რაიონული სასამართლო · საარბიტრაჟო სასამართლო · მართლმსაჯულება
კანონმდებლობა:
საკანონმდებლო ორგანო · პარლამენტი · კანონი · ნორმატიული აქტი · კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი · ორგანული კანონი · დეკრეტი · ბრძანებულება · რეგლამენტი · წესდება · კონსტიტუცია
კოდექსი: სამოქალაქო კოდექსი · სისხლის სამართლის კოდექსი · შრომის კოდექსი · ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი · საჰაერო კოდექსი · საზღვაო კოდექსი · საგადასახადო კოდექსი · სამოქალაქო საპროცესო კოდექსი · საბაჟო კოდექსი · სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი · საარჩევნო კოდექსი · საბიუჯეტო კოდექსი.




ადამიანის უფლებები:დუმილის უფლება:დუმილის უფლება ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული ერთ-ერთი უფლებაა. აღნიშნული უფლება მოიცავს, სასამართლო ან სამართალდაცვითი ორგანოსათვის ჩვენების მიცემისგან თავის შეკავების უფლებას. მისი მიზანია დაიცვას პირი თვითდაბრალებისგან. აღნიშნული უფლებით, როგორც წესი სარგებლობს ბრალდებული.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო:ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ინგლ. The European Court of Human Rights (ECtHR); ფრანგ. Cour européenne des droits de l’homme) არის 1950 წლის ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით დაფუძნებული საერთაშორისო სასამართლო ორგანო. იგი განიხილავს კერძო ინდივიდების საჩივრებს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ეხება ამ კონვენციით გარანტირებული უფლებების სადავო დარღვევებს. სასამართლოში საჩივრის შეტანის უფლება აქვთ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებსაც ერთმანეთის წინააღმდეგ.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია:დამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია - საერთაშორისო აქტი, მიღებული 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. დეკლარაციაში გამოცხადებულია პიროვნების ძირითადი უფლებები - სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით სახელმწიფოს მართვა გამგეობაში მონაწილეობის, შრომის, თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების, დასვენების, განათლების, კულტურული ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის და ა. შ. უფლებები. დეკლარაციით გამოცხადებულია ასევე: რელიგიისა და მრწამსის, კრებებისა და ასოციაციების თავისუფლება; აკრძალულია: მონობა, მონებით ვაჭრობა; ჩამოყალიბებულია სისხლის სამართლის , სისხლის საპროცესო სამართლისა და საოჯახო სამართლის უმთავრესი ძირთადი დემოკრატიული პრინციპები.

დეკლარაციის მოთხოვნაა ეს უფლებები და თავისუფლებები ვრცელდებოდეს ყველა ადამიანზე განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, ეროვნული და სოციალური წარმომავლობისა, წოდებრივი და ქონებრივი ცენზისა.

დეკლარაციის მიღების დღე - 10 დეკემბერი - ადამიანის უფლებათა დღედაა გამოცხადებული და აღინიშნება საერთაშორისო მასშტაბით.
სამართლებრივი სისტემები:კონტინენტური ევროპის სამართალი:კონტინენტური ევროპის სამართლის ოჯახი (ინგლ. Civil Law) მოიცავს ეროვნულ სამართლებრივ სისტემებს, რომელიც დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბდა რომაული, გერმანული და კონტინენტური ტრადიციების საფუძველზე.

კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემაში შეიძლება გამოიყოს რომანული სამართლისა და გერმანული სამართლის ქვეყნები. რომანული სამართლის ოჯახი ჩამოყალიბდა ნაპოლეონის ეპოქის კანონმდებლობის გავლენით. ამ ოჯახს მიეკუთვნება საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, მონაკო, ჰაიტი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია. აგრეთვე, გარკვეული თავისებურებებით, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნები, რომლებიც წარმოადგენდნენ საფრანგეთის კოლონიებს, სადაც დიდი გავლენა აქვს ჩვეულებით სამართალსა და რელიგიას. გერმანული სამართლის ოჯახი გერმანული იურიდიული მეცნიერების საფუძველზე ჩამოყალიბდა. ამ ოჯახს მიეკუთვნება გერმანია, ავსტრია, ლიხტენშტაინი, შვეიცარია, თურქეთი, საბერძნეთი, საქართველო. აგრეთვე, გარკვეული თავისებურებებით, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, სკანდინავიის ქვეყნები — შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, ისლანდია. ამავე დროს, სკანდინავიის ქვექნები სამართლის დამოუკიდებელ ოჯახსაც აყალიბებენ.

კონტინენტური ევროპის სამართლის გავრცელებას გარკვეულწილად ხელი შეუწყო ევროპული სახელმწიფოების კოლონიურმა მმართველობამ აზიასა და აფრიკაში. ცალკეულ ქვეყნებში ეს პროცესი ნებაყოფლობით წარიმართა რეცეფციის გზით.
რომის სამართლის რეცეფცია:კონტინენტური ევროპის სამართლის ოჯახის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის Corpus Iuris Civilis-მა. XI საუკუნიდან დასავლეთ ევროპაში უკვე ვრცელდებოდა Corpus Iuris Civilis-ის მოქმედება. ბოლონიის უნივერსიტეტში იურიდიულ განათლებას საფუძვლად დაედო რომის სამართალი.[3] იმავდროულად ჩაეყარა საფუძველი კანონიკურ სამართალსაც, რომელსაც არ ჰქონდა ისეთი სრულყოფილი ტექსტი, როგორიც იუსტინიანეს კოდექსს. ამიტომ იქმნებოდა კერძო კრებულები. ასეთი კრებული, ე.წ. Decretum Granti, 1140 წელს ბოლონიაში შეიქმნა და Corpus Iuris Civilis-ის გვერდით კანონიკური სამართლის სავალდებულო სახელმძღვანელოდ გამოცხადდა.[4]

რომის სამართლის გავრცელებაში უდიდესი როლი ითამაშეს უნივერსიტეტებმა, განსაკუთრებით, ბოლონიის უნივერსიტეტმა. ყველა უნივესრიტეტმა, რომლებიც XII-XV საუკუნეების ევროპაში დაარსდნენ, სავალდებულო სასწავლო და სამეცნიერო დისციპლინად დაამკვიდრეს რომისა და კანონიკური სამართალი. მათ ერთიანობაში Ius Utruque ეწოდებათ. ბოლონიის უნივერსიტეტში დამკვიდრებული ტრადიცია სხვა უნივესიტეტებმაც აიტაცეს იტალიაში (პადუა 1222), ნეაპოლი 1224, ტურინი 1405), საფრანგეთში (მონპელიე 1260, ტულუზა 1229), გერმანულ სივრცეში (პრაღა 1347/1348, ვენა 1365, ჰაიდელბერგი 1385, კელნი 1388, ლაიფციგი 1409), პოლონეთში (კრაკოვი 1364), უნგრეთში, ჩრდილოეთის ქვეყნებში (კოპენჰაგენი 1478, უპსალა 1477).[5]

რომის სამართალი განსაკუთრებულად გავრცელდა გერმანიაში, სადაც იგი სუბსიდიარულად მოქმედებდა ადგილობრივ სამართლებრივ ჩვეულებებთან ერთად. საფრანგეთში რომის სამართალს, როგორც ასეთი, არასდროს უმოქმედია. ევროპის ერთიანი სამართლებრივი კულტურის ფორმირება ბევრად დააჩქარა რომის სამართლის მეცნიერულმა გამოკვლევებმა. რომის სამართლის გავრცელება ასევე მნიშვნელოვნად განაპირობა ევროპული ცივილიზაციის ერთიანმა ხასიათმა.
დიდი კოდიფიკაციები:ევროპაში განხორციელებულმა „დიდმა კოდიფიკაციებმა“ დააჩქარა ეროვნული სამართლის ფორმირების პროცესი. პირველი ეროვნული კოდიფიკაციები წარმოიშვა დანიასა (1683) და ნორვეგიაში (1687), შვედეთსა და ფინეთში. მაგრამ კონტინენტური ევროპის სამართლის განვითარებისთვის განსაკუთრებული როლი ითამაშეს პრუსიულმა, ავსტიულმა, ფრანგულმა და გერმანულმა კოდიფიკაციებმა.[7]
ავსტრიასა და პრუსიაში თანამედროვე კოდექსებზე მუშაობა ჯერ კიდევ XVIII საუკუნის შუა პერიოდში დაიწყო. ამ კოდექსების შემუშავების იდეა ბიუროკრატიას ეკუთვნოდა. ორივე კანონი დიდი ხნის მუშაობის შემდეგ შეიქმნა — პრუსიაში კოდიფიკაცია დასრულდა 1791-1794 წლებში, ხოლო ავსტრიაში კი 1811 წელს.[8][9] თუმცა კოდექსები ისეთი არ გამოვიდა, როგორიც დაგეგმილი იყო, კერძოდ, ისინი უფრო სახელმძღვანელოებს ჰგავდნენ, ვიდრე კანონებს

ფრანგული სამოქალაქო კოდექსის (ფრანგ. Code Civil), გერმანულისგან განსხვავებით, ძალიან მოკლე დროში შეიქმნა. საფრანგეთმა XVIII საუკუნეში დამოუკიდებელი იურიდიული ენა ჩამოაყალიბა, რაც ძალიან აიოლებდა კოდექსზე მუშაობას. კოდექსის სტრუქტურას საფუძვლად უდევს იუსტინიანეს იუსტინიანეს ინსტიტუციები.[10] ნაპოლეონი, სამოქალაქო კოდექსის შედგენისას, ფართოდ სარგებლობდა რომის სამართლით, განსაკუთრებით, Corpus Iuris Civilis-ით.[11]

გერმანიში კოდიფიკაცია დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. გერმანიისთვის პრობლემა იყო იურიდიული ენის არარსებობა. ვინაიდან იურისტების ენა ლათინური წარმოადგენდა, საჭირო იყო სპეციალური ტერმინების შემუშავება გერმანულ ენაზე. მეორე პრობლემა ის იყო კოდექსის შემუშავებასთან დაკავშირებული ორი გერმანელი იურისტის, ტიბოსა და სავინის დავა. ტიბო კოდიფიკაციის თეორიის მომხრე იყო, ხოლო სავინი კი მოწინააღმდეგე. სავინი აკრიტიკებდა კოდიფიკაციის თეორიას და ხოტბას ასხამდა რომის სამართალს, რომის სამართლის სქელტანიან ტომებს.[12]

გერმანიში სამოქალაქო კოდექსის (გერმ. Bürgerliches Gesetzbuch) კოდიფიკაცია 1890 წელს დასრულდა, ხოლო კოდექსი ძალაში შევიდა 1900 წლის 1 იანვარს, თითქმის ასი წლით გვიან, ვიდრე საფრანგეთისა და ავსტრიის სამოქალაქო კოდექსები. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში კოდიფიკაცია ამდენ ხანს გაგრძელდა, ამას დადებითი მხარეც ჰქონდა, კერძოდ, გერმანელმა კანონმდებელმა გაითვალისწინა საფრაქნგეთისა და ავსტრიის მიღწევები და შექმნა სრულყოფილი კოდექსი. გერმანიის სამოქალაქო კოდექსი სისტემატიზირებული იყო. ასევე, შედარებით უფრო ზუსტად ჩამოყალიბდა იურიდიული ცნებების შინაარსი.[13][14]

საფრანგეთში, ავსტრიასა და გერმანიაში განხორციელებულმა კოდიფიკაციებმა მნიშვნელოვნად განსაზღვრეს სამოქალაქო სამართის ბედი მთელ მსოფლიოში. ნაპოლეონის გამარჯვებებთან ერთად საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსი დამკვიდრდა სამხრეთ გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ბელგიასა და ლუქსემბურგში. მართალია, ნიდერლანდებმა, გათავისუფლების შემდეგ, 1838 წელს ახალი სამოქალაქო კოდექსი მიიღო, მაგრამ იგი ბევრად არ განსხვავდებოდა Code Civil-სგან. Code Civil-ის საფუძველზე ჩამოყალიბდა კოდექსი რუმინეთში (1864), ესპანეთსა (1888) და პორტუგალიაში (1867), თუმცა პორტუგალიამ 1967 წელს ახალი კოდექსი მიიღო. ფრანგული კოდექსის საფუძველზე ჩამოყალიბდა ლათინური ამერიკის ქვეყნების კოდექსებიც — ჰაიტი (1825), ბოლივია (1830), დომინიკელთა რესპუბლიკა (1845/1884), ეკვადორი (1857). ჩილემ (1855), არგენტინამ (1869), კოლუმბიამ (1873), ბრაზილიამ (1916) და მექსიკამ (1928) კოდიფიკაციის საკუთარი გზა აირჩიეს, მაგრამ კოდიფიკაციისას ხელთ ეპყრათ ფრანგული კოდექსი. ფრანგული სამოქალაქო კოდექსი დანერგილია აშშ-ის შტატ ლუიზიანაშიც.[15]

შვეიცარულმა სამოქალაქო კოდექსმა თურქეთისა (1926) და ჩინეთის (1929-1931) სამოქალაქო კოდექსებზე.

გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, კოდიფიკაციის დასრულების შემდეგ, იაპონელებმა გადაიღეს და აამოქმედეს 1898 წელს, იმაზე ადრე, ვიდრე ეს კოდექსი თვით გერმანიაში ამოქმედდებოდა (1900). გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, იაპონიის მეშვეობით, სამხრეთ კორეაშიც ამოქმედდა.

განსხვავება კონტინენტური ევროპის სამართალსა და ანგლო-ამერიკულ სამართალს შორის:კონტინენტური ევროპის სამართალსა და ანგლო-ამერიკულ სამართალს შორის არსებული განსხვავება უკავშირდება პოზიტიურ (დაწერილ) კანონმდებლობას, როგორც სამართლის წყაროს. კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებში პოზიტიური კანონმდებლობა სამართლის ძირითადი წყაროა. ანგლო-ამერიკული სამართლის წყაროებს კი წარმოადგენს სამოსამართლო სამართალი (ინგლ. Case Law) და კანონის სამართალი (ინგლ. Statute Law). ამრიგად, კონტინენტური ევროპის სამართლისგან განსხვავებით, ანგლო-ამერიკული სამართლის ძირითადი წყაროა პრეცედენტული სამართალი. ანგლო-ამერიკული სამართლისთვის უცხოა ისეთი კოდიფიცირებული აქტები, როგორიც სამოქალაქო კოდექსების სახით კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებს აქვთ.[17]

კონტინენტურ ევროპასა და ანგლო-ამერიკული სამართლის ოჯახებს შორის მეორე დიდი განსხვავება ეფუძნება იურიდიული აზროვნების წესსა და მეთოდებს. რომის სამართალზე ორიენტირებულმა მეცნიერებმა დიდი როლი შესრულეს კონტინენტური ევროპის სამართლის ფორმირების პროცესზე. სწორედ ამიტომ, კონტინენტური ევროპის იურიდიულ აზროვნებას ახასიათებს მეცნიერული სტილი. ანგლო-ამერიკულ სამართალს კი ახასიათებს აზროვნების სამოსამართლო სტილი. რამდენადაც ევროპული იურიდიული აზროვნება ესწრაფვოდა სისტემატიზაციას, აყალიბებდა საყოველთაო მნიშვნელობის ზოგად ნორმებს, კონტინენტური ევროპის იურიდიული აქროვნების წესი დედუქციურია — მიმართულია ზოგადიდან კონკრეტულისკენ, ანუ იურისტი სამართლის ზოგადი ნორმის საფუძველზე წყვეტს კონკრეტულ შემთხვევას. ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყნების იურისტის აზროვნება ინდუქციურია — მიმართულია კერძოდან ზოგადისკენ, იურისტი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე აყალიბებს ზოგად პრინციპს.

ანგლო-ამერიკული სამართალი:ანგლო-ამერიკული სამართალი (ინგლ. Common Law), აგრეთვე ცნობილი როგორც საერთო სამართალი, არის ეროვნული სამართლებრივი სისტემების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ინგლისის, დიდი ბრიტანეთის დომინიონი ქვეყნების, ბრიტანეთის ყოფილი კოლონიებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალს.[1]

ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყნებში სამართლის წყაროს წარმოადგენს სამოსამართლო სამართელი, ე.ი. პრეცედენტული სამართალი. სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ ითვლება პრეცედენტად, როცა კონკრეტული შემთხვევის გამო მიღებული გადაწყვეტილება საფუძვლად უდევს მომავალში ანალოგიური შემთხვევის გადაწყვეტას. ამ პრეცედენტებს აქვთ მბოჭავი ძალა — ზემდგომ პრეიუდიციებს უპირატესობა ენიჭებათ ქვემდგომი პრეიუდიციების მიმართ (Iudicium superius derogad iudicio inferiori). ისინი დაცულნი უნდა იყვნენ იმისდამიუხედავად, ეს გადაწყვეტილებები სწორად მიაჩნია თუ არა ქვემდგომ სასამართლოს. ამ გადაწყვეტილებებში მოცემული წესები მანამდეა მბოჭავი, ვიდრე ისინი არ გაუქმდება. გაუქმება კი შეიძლება ზომდგომი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით ან კანონით.[2] სასამართლოს შეუძლია გათავისუფლდეს ადრე მიღებული გადაწყვეტილებისგან, როდესაც ადგენს ახალ სამოსამართლო სამართალს. პრეიუდიციისგან გათავისუფლების ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს ე.წ. distinguishing, როდესაც გადახვევა დასაბუთებულია ერთეული შემთხვევის განსაკუთრებულობით.[3]

ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემისთვის დამახასიათებელია კაზუისტიკა — Case Law. იგი ორიენტირებულია ზემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე (პრეცედენტებზე).

ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყნები:ანგლო-ამერიკულ სამართალში გამოყოფენ ინგლისური სამართლისა და ამერიკული სამართლის ქვეყნებს. ინგლისური სამართლის ქვეყნებს მიეკუთვნება ინგლისი, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში, ბირმა, მალაიზია, ფიჯი, ნიგერია, უგანდა, სინგაპური, ნაურუ, ახალი ზელანდია. ამერიკული სამართლის ქვეყნებს განეკუთვნება საკუთრივ ამერიკის შეერთებული შტატები (გარდა ლუიზიანისა, სადაც დომინირებს ფრანგული სამართლის ტრადიციები), პალაუ, მარშალის კუნძულები.
ინგლისი:დიდ ბრიტანეთში უზენაეს მართლმსაჯულებას ახორციელებს პარლამენტის ზედა პალატა, ანუ ლორდთა პალატა (House of Lords). მისი, როგორც უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებები აუცილებელია ყველა ინგლისური სასამართლოსთვის. XX საუკუნის შუა პერიოდამდე ლორდთა პალატა თვითონაც იყო შებოჭილი თავისივე მიღებული გადაწყვეტილებებით, თუმცა ლორდ-კანცლერის 1966 წლის 26 ივლისის დეკლარაციის შემდეგ, ლორდთა პალატას შეუძლია გადაუხვიოს ადრინდელ გადაწყვეტილებებს.[6]

სააპელაციო სასამართლის წარმოადგენს Court of Appeal. მისი გადაწყვეტილებები სავალდებულოა ყველა ქვემდგომი სასამართლოსთვის. სამოქალაქო საქმეებზე სააპელაციო სასამართლო შებოჭილია თავისი წინანდელი გადაწყვეტილებებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ლორდთა პალატის ახალ გადაწყვეტილებებს.[7]

პირველი ინსტანციის სასამართლოს წარმოადგენს Crown Court. მის გადაწყვეტილებებს მბოჭავი ხასიათი არ აქვთ. ისინი სამართლის წყაროებს არც წარმოადგენენ და არც ქვეყნდებიან.

ამერიკის შეერთებული შტატები:ნგლისის ბატონობას თავდაღწეული ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფალი არჩევნების წინაშე დადგა — კოდიფიცირებული სამართალი, თუ პრეცედენტული სამართალი. აშშ-ის მიერ პრეცედენტული სამართლის არჩევა განაპირობა ინგლისის კოლონიურმა სისტემამ და ინგლისური ენის საყოველთაო გავრცელებამ.[9]

ინგლისისგან განსხვავებით, აშშ-ში სასამართლო ხელისუფლება დეცენტრალიზებულია. ფედერალური სასამართლოებისთვის მბოჭავია მხოლოდ ფედერალური ზემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები, სახელმწიფო სასამართლოებისთვის კი მხოლოდ სახელმწიფო გადაწყვეტილებები.[10] თითოეულ შტატს აქვს საკუთარი სამსაფეხურიანი სასამართლო სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს ასევე სამსაფეხურიანი ფედერალური სასამართლოს პარალელურად.

განსხვავება ინგლისურ და ამერიკულ სამართალს შორის:მიუხედავად ბრიტანული და ამერიკული სამართლის მეთოდოლოგიის მსგავსებისა, მათ შორის მაინც არსებობს განსხვავება. ეს განსხვავება, ძირითადად, ეფუზნება პოლიტიკურ და სოციალურ ფაქტორებს, ინგლისი უნიტარული სახელმწიფოა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები კი ფედერაციული, რომელიც მოიცავს ორმოცდაათ და კიდე დამატებით ფედერალურ მართლწესრიგს. თითოეულ შტატს აქვს თავისი საკანონმდებლო კრება, საკუთარი სამსაფეხურიანი სასამართლო სისტემა, რომელიც ასევე სამსაფეხურიანი ფედერალური სასამართლოს პარალელირად ფუნქციონირებს.[12]

ამერიკული სამართალი, ფაქტობრივად, ორმოცდაათი დამოუკიდებელი შტატის სამართალია, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ერთ სამართლებრივ ოჯახს მიეკუთვნებიან (გარდა ლუიზიანისა. ამერიკული სამართლის ერთიანობაზე ზრუნავს სამართლის მეცნიერება, მთელი რიგი ეროვნული ორგანიზაციები. „ამერიკული სამართალი“, როგორც დამოუკიდებელი სასწავლო დისციპლინა, ისწავლება სამართლის სკოლებში.

განსხვავება ანგლო-ამერიკული და კონტინენტური ევროპის სამართალს შორის:

ანგლო-ამერიკულ სამართალსა და კონტინენტური ევროპის სამართალს შორის არსებული განსხვავება უკავშირდება პოზიტიურ (დაწერილ) კანონმდებლობას, როგორც სამართლის წყაროს. ანგლო-ამერიკული სამართლის წყაროებს წარმოადგენს სამოსამართლო სამართალი (ინგლ. Case Law) და კანონის სამართალი (ინგლ. Statute Law). ხოლო კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებში სამართლის ძირითადი წყარო პოზიტიური კანონმდებლობაა. ამრიგად, კონტინენტური ევროპის სამართლისგან განსხვავებით, ანგლო-ამერიკული სამართლის ძირითადი წყაროა პრეცედენტული სამართალი. ანგლო-ამერიკული სამართლისთვის უცხოა ისეთი კოდიფიცირებული აქტები, როგორიც სამოქალაქო კოდექსების სახით კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებს აქვთ.[14]
ანგლო-ამერიკული სამართლისა და კონტინენტური ევროპის სამართლის ოჯახებს შორის მეორე დიდი განსხვავება ეფუძნება იურიდიული აზროვნების წესსა და მეთოდებს. რომის სამართალზე ორიენტირებულმა მეცნიერებმა დიდი როლი შესრულეს კონტინენტური ევროპის სამართლის ფორმირების პროცესზე. სწორედ ამიტომ, კონტინენტური ევროპის იურიდიულ აზროვნებას ახასიათებს მეცნიერული სტილი. ანგლო-ამერიკულ სამართალს კი ახასიათებს აზროვნების სამოსამართლო სტილი. რამდენადაც ევროპული იურიდიული აზროვნება ესწრაფვოდა სისტემატიზაციას, აყალიბებდა საყოველთაო მნიშვნელობის ზოგად ნორმებს, კონტინენტური ევროპის იურიდიული აქროვნების წესი დედუქციურია — მიმართულია ზოგადიდან კონკრეტულისკენ, ანუ იურისტი სამართლის ზოგადი ნორმის საფუძველზე წყვეტს კონკრეტულ შემთხვევას. ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყნების იურისტის აზროვნება ინდუქციურია — მიმართულია კერძოდან ზოგადისკენ, იურისტი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე აყალიბებს ზოგად პრინციპს.


სასამართლო:საქართველოს უზენაესი სასამართლო:საქართველოს უზენაესი სასამართლო - მდებარეობს ქ. თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32-ში.

საქართველოს უზენაესი სასამართლო - საქართველოს უზენაესი სასამართლო (შემდგომში – უზენაესი სასამართლო) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა, რომელიც დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით და "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
სამართლებრივი ბაზა:2005 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლო ჩამოყალიბდა წმინდა საკასაციო ინსტანციის სასამართლოდ. უზენაეს სასამართლოში გაუქმდა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, რომელიც პირველი ინსტანციის წესით განიხილავდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქმეებს. შემოღებულია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები. უზენაესი სასამართლო, ამ კრიტერიუმთა შესაბამისად, დასაშვებად მიიჩნევს ისეთი კატეგორიის საქმეებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. აღნიშნული ცვლილებებით უზენაესი სასამართლო გახდა მართლაც დოქტრინალური სასამართლო, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა სამართლის ნორმათა განმარტება და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება.

საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლი მიმოიხილავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას, ორგანიზაციასა და საქმიანობის ძირითად პრინციპებს.

სასამართლო სისტემის ერთიანობისა და მოსამართლეთა ერთიანი სტატუსის განმტკიცების მიზნით, 2007 წელს, "საერთო სასამართლოების შესახებ" და "უზენაესი სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონების შერწყმით, 2009 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონი, რომელიც განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს სისტემასა და ორგანიზაციას, მოსამართლეთა სამართლებრივ სტატუსს, მათი თანამდებობაზე არჩევის და თანამდებობიდან განთავისუფლების წესს.
ორგანიზაცია:საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით. "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი (მ. 15) განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს სტრუქტურას, ამავე კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს პლენუმი (მ. 15). კონსტიტუციით უზრუნველყოფილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების ხელშეუხებლობა (მ. 90).

საქართველოს უზენაეს სასამართლოში შექმნილია:
ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა;
ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;
გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
დ) დიდი პალატა;
ე) პლენუმი;
ვ) სადისციპლინო პალატა.

უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) პლენუმის მიერ აირჩევიან პალატების შემადგენლობიდან 5 წლის ვადით. პალატების თავმჯდომარეები (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) იმავდროულად არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები.

სადისციპლინო პალატის თავმჯდომარეს ამ პალატის შემადგენლობიდან 3 წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთაგან (გარდა სადისციპლინო პალატის თავმჯდომარისა) ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

კომპეტენცია:უზენაესი სასამართლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა, რომელიც დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლოს როლი მართლმსაჯულების განხორციელებისა და კანონიერების პრინციპების დამკვიდრების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. იგი ხელს უწყობს კანონის ერთგვაროვანი განმარტების დამკვიდრებასა და ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა სადისციპლინო პალატისა) საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს მისი განსჯადობისათვის მიკუთვნებულ სხვა საქმეებს.

სამართლის სამივე დარგში, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებისათვის სავალდებულოა შემდეგი სამი პირობა:
ა) საქმე მნიშვნელოვანი უნდა იყოს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა განსხვავდებოდეს ამ კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ უნდა იყოს ისეთი მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

სამოქალაქო სამართლის საქმეებზე არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის დამატებითი პირობები. კერძოდ: იგი დაიშვება, თუ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან მიღებულია განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

უზენაეს სასამართლოს სადისციპლინო პალატა განიხილავს საჩივრებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა შედგება პლენუმის მიერ 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან. დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა 9 მოსამართლის შემადგენლობით, საქმის განმხილველი პალატის განჩინების საფუძველზე, განიხილავს საქმეს, თუ იგი თავისი შინაარსით იშვიათ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს ან საქმის განმხილველი პალატა არ იზიარებს საკასაციო პალატის ან დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში შექმნილია პლენუმი, რომელიც შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებისაგან. პლენუმის საქმიანობას ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. პლენუმი უფლებამოსილია, გადაწყვიტოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხები.

თანამშრომლობა:სასამართლო ხელისუფლების სახელით, საქართველოს უზენაესი სასამართლო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქართული მართლმსაჯულების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში.

თანამშრომლობა ხორციელდება სამი ძირითადი მიმართულებით: 1. სისტემური განვითრება; 2. შესაძლებლობების გაძლიერება და 3. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რაც თავის თავად მოიცავს სასამართლო ხელისუფლების და მისი ცალკეული ინსტუტუტების პოპულარიზაციას.

სასამართლო ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობს შემდეგ ორგანიზაციებთან:

• გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ); • გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); • ნორვეგიის კანონის უზენაესობის პროგრამა (NORLAG); • ა.შ.შ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); • ევროპის საბჭო (COE); • ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი (DOJ); • ევრო კომისიის პროგრამა EC / TAIEX.


შენობის ისტორია:აქართველოს თხუთმეტსაუკუნოვანი დედაქალაქის მთავარი არტერიის, ხმაურიანი და ხალხმრავალი რუსთაველის პროსპექტიდან სამიოდე წუთის სავალზე, მთაწმინდის უძველეს და ულამაზეს უბანში, სადაც განსაკუთრებით იგრძნობა თბილისური ქუჩაბანდების განუმეორებელი ხიბლი, გარემოსთან ორგანულადაა შერწყმული უზენაესი სასამართლოს შენობა. თვალის უბრალო შევლებითაც უმალ ჩანს, რომ იგი კლასიკური არქიტექტურული ხელოვნების ჩინებული ნიმუშია, რომელიც მნახველს გარკვეულ წარმოდგენას უქმნის ჩვენს დედაქალაქზე, ვინაიდან არქიტექტურას სხვა ენაზე "თარგმნა" არ სჭირდება და მასში თვალნათლივ აირეკლება არა მარტო ერის კულტურულ-ინტელექტუალური დონე, არამედ ქვეყნის ტექნიკური შესაძლებლობანიც.

თბილისში, ისევე როგორც რუსეთის მთელ იმპერიაში, მკვიდრდებოდა დასავლეთ ევროპაში იმხნად გაბატონებული არქიტექტურული ფორმები, რომლებიც ძირითადად დამყარებული იყო რენესანსული-ბაროკოს სტილზე. სწორედ იმ პერიოდში თბილისის მესვეურთა ინიციატივით გადაწყდა, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტსა და მიმდებარე მთაწმინდის უბანში აშენებულიყო რამდენიმე ნაგებობა, რომლებმაც შემდგომ მნიშვნელოვანწილად განაპირობეს დედაქალაქის სახის ჩამოყალიბება და მის ერთგვარ სავიზიტო ბარათებად იქცნენ.

ამ პასუხსაგებ ამოცანათა განსახორციელებლად მოიწვიეს წარმოშობით პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩი, რომელიც 1885-1891 წლებში თბილისის არქიტექტორად მუშაობდა და იმ პერიოდის თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლად ითვლებოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში მას ირჩევდნენ ქალაქის ხმოსნად. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც 1905-1906 წლებში არქიტექტურასა და ხატვას ასწავლიდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. გარდა საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობებისა, მისი პროექტებით თბილისში აშენდა მრავალი საცხოვრებელი სახლი, რომელთა ფასადები ძირითადად რენესანსულ-ბაროკოს სტილის ფარგლებშია გადაწყვეტილი.

არქიტექტორი, ვისაც მე-19 საუკუნის 80-იან წლებში თბილისის მესვეურებმა ანდეს მაშინდელი სასამართლო პალატის შენობის დაპროექტება, ძნელი ამოცანის წინაშე დადგა, რადგან ქართველი ხალხის უძველესი არქიტექტურული კულტურული ტრადიცია მას გზასაც უკვალავდა და პასუხისმგებლობის ტვირთსაც უორმაგებდა. რთულია საკუთარი სიტყვის თქმა იმ ქვეყანაში, სადაც ერთი სულიერი ენერგია ესოდენ შთამბეჭდავად გამოვლინდა სიტყვასა და ქვაში, სადაც სვეტიცხოველი და გელათი წამომართულან.

ალექსანდრე შიმკევიჩს დიდად დაეხმარა გამოცდილება ჩვენი წინაპრებისა, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ ადამიანის შეხვედრა ამაღლებულთან მოითხოვს მის წინასწარ მომზადებას, მობილიზებას, გრძნობისა და გონების ერთი აზრისაკენ კონცენტრირებას. ამიტომაც ისინი ანგარიშს უწევდნენ და სწავლობდნენ განაშენიანების მასშტაბს, ფორმათა წარმოქმნის პრინციპებს, ტრადიციებს, კონტაქტს ბუნებრივ გარემოსა და ნაგებობას შორის და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდნენ შენებას. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ქართული ეკლესია-მონასტრები შენდებოდა განსაკუთრებულად, ერის სულიერი და ფიზიკური ძალების დაუზოგავად, საუკეთესო საშენი მასალებითა და ყველაზე ნიჭიერი, სახელგანთქმული ოსტატების მონაწილეობით. მშვენდებოდა ჩუქურთმებით, ნატიფი ფრესკული მხატვრობითა და კიდევ ერთი: შენდებოდა ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, რადგან იქ მისვლამდე ადამიანს გარკვეული ფსიქოლოგიური განწყობა უნდა შექმნოდა, რომ ღვთის ტაძარში შესულს დიდებული სანახაობა ეხილა და ყურსაც საამო საგალობლები მოესმინა. ამ მხრივ მართლაც განსაცვიფრებელია დრო-ჟამთან მორკინალი ჩვენი უსახელო დიდოსტატების ნიჭი და უნარი.

არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ეს ამოცანა ბრწყინვალედ გადაწყვიტა - მომგებიანია უზენაესი სასამართლოს შენობნის ადგილმდებარეობა. მომაღლო ადგილას წამომართული მონუმენტური ნაგებობა მეფური სიდარბაისლით გადმოჰყურებს მთაწმინდის უბანს.

კლასიკურ ქალაქთმშენებლობაში დამკვიდრებული პრინციპებიდან არქიტექტორმა ყურადღება გაამახვილა მასშტაბსა და ახალ ფორმათა ჰარმონიულ შერწყმაზე ისტორიულად ჩამოყალიბებულ სტრუქტურებთან. შეიმუშავა არქიტექტურული ნაგებობისა და ბუნებრივი გარემოს ერთიანი ესთეტიკური იდეალის დაცვის პრინციპიც. არქიტექტორის მთავარი მიზანი იყო გაეთვალისწინებინა შენობის ემოციურ-მხატვრული და იდეოლოგიური როლი, არ დაეყვანა იგი უსულო უტილიტარიზმამდე, არ გაეხადა პასიური. მისი ენერგიული შრომა წარმატებით დაგვირგვინდა. რამდენიმე წელიწადში მთაწმინდის უბანში ზედიზედ წამოიმართა შენობები: საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა (აშენდა 1894 წელს); შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (არქიტექტორ ტ. ტატიშჩევთან ერთად; აშენდა 1901წელს). ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (აშენდა 1904 წელს).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა იმთავითვე სასამართლოსთვის იყო გათვალისწინებული. მთავარი ოთხსართულიანი ფასადის საერთო აღნაგობა შუა (ვესტიბიულითა და დარბაზებით) და გვერდის რიზალიტები, შემოსასვლელები ცენტრში და ფრთებზე, ორი სიმეტრიული ჭიშკარი გეგმის ფუნქციური გადაწყვეტილებითაა ნაკარნახევი. ხუროთმოძღვრული დამუშავება გვიანი რენესანსისა და ბაროკოს იტალიური (უმეტესად რომაული) პალაცოების ფასადთა მოტივებს ემყარება, რომლებიც ჩვენში XIX საუკუნის მეორე ნახევრის დასავლური არქიტექტურის მეშვეობითაა შემოსული.

არქიტექტურული დაგეგმარებით იმთავითვე მკაფიოდ იყო დაცული საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. 900-იან წლებში მაშინდელი სასამართლო პალატის მთელი საშტატო ერთეული სულ 39 კაცით განისაზღვრებოდა და აქედან 11 იყო მოსამართლე.

1921 წლის შემდეგ ბოლშევიკურმა რეჟიმმა თავისი კვალი უზენაესი სასამართლოს შენობასაც დაამჩნია შეიზღუდა მართლმსაჯულების განხორციელებისათვის აუცილებელი პირობები. თავის დროზე ანგარიში არ გაუწიეს იმ გარემოებას, რომ შენობა სპეციფიკური დანიშნულების იყო და იქ თანდათან დაიწყეს სხვადასხვა უწყების განთავსება. ბოლოს შენობაში შესახლებულ დაწესებულებათა რიცხვმა ჩვიდმეტს მიაღწია. გადაიტიხრა დარბაზები და ვესტიბიულები. სასამართლო სხდომის ათი დარბაზიდან მხოლოდ სამი დარჩა. დანარჩენები დაიყო პატარა ოთახებად. თვითნებური, ყოვლად გაუმართლებელი ცვლილება-გადაკეთეით შენობამ დაკარგა სპეციალური სასმართლო ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება. განადგურდა ინტერიერის არქიტექტურულ-მხატვრული სახე და საერთო შიგა სივრცის რაციონალური გადაწყვეტა. შენობაში შეიქმნა ქაოსური მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო საპროცესო და საკასაციო დარბაზების, კანცელარიისა და ადვოკატურის შეუსაბამო განთავსებით; პატიმართა, მოსამართლეთა და პროცესზე მოსული ხალხის ნაკადების ურთიერთგადაკვეთით. მოსამართლეები იძულებული გახდნენ სასამართლო პროცესები ჩაეტარებინათ სამუშაო კაბინეტებში, წარმოუდგენელ სივიწროვესა და ხმაურში. ასე გრძელდებოდა წლობით. თითქმის განადგურებული შენობა შველას ითხოვდა...

1973 წელს შენობა მთლიანად უზენაეს სასამართლოს დაუბრუნდა, გადაწყდა მისი პირვანდელი სახით აღდგენა-რეკონსტრუქცია. პროექტის დამუშავება დაევალა არქიტექტორ თეიმურაზ ჯაფარიძეს, რომელმაც ეს პასუხსაგები ამოცანა წარმატებით გადაჭრა.

რესტავრაცია-რეკონსტრუქციის დროს მაქსიმალურად იქნა გამოყენებული შენობის მთელი მოცულობა პირველიდან მეექვსე სართულამდე, რამაც ხელი შეუწყო უზენაესი სასამართლოსათვის საჭირო ტექნოლოგიური სქემის განხორციელებას. პირველ რიგში აღდგა სხდომათა დარბაზები და ვესტიბიულები, რომელთაც შენობის ძირითადი ფართი უკავიათ. ორი ურთიერთპარალელური კორპუსი ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ შენობას მთლიანობაში ჯვრის ფორმა აქვს. მათ შორის ჩადგმულია ფართო კიბის უჯრედები. ამგვარი დაგეგმარებითი პრინციპი არის თავისებური და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხატვრული ელემენტი შენობის საერო კომპოზიციაში.

პროექტით პირველ სართულზე მოეწყო დიდი განმანაწილებელი ვესტიბიულები, რომელთა იატაკი მოპირკეთებულია გრანიტით, ხოლო კედლები მოიხატა კედლის მხატვრობის საუკეთესო ნიმუშების მიხედვით. ყურადღებას იქცევს ჭერში თვალსაჩინო ადგილას მოთავსებული მართლმსაჯულების ქალღმერთის-თემიდას ფერწერული გამოსახულება, რომელიც მნახველს მიანიშნებს, რომ იგი მართლმსაჯულების სასახლეში იმყოფება. ინკუსტრირებული ბაროკოს სტილის ბრები იქაურობას ლაზათიან იერს ანიჭებს.

კიბის უჯრედის გახსნილი სივრცე განიერი ღიობით დაკავშირებულია გემოვნებით გადაწყვეტილ სივრცეებთან, ჰოლებთან, სადაც თავს იყრიან მომსვლელები, ვინაიდან ამ კვანძებთან დაკავშირებულია რამდენიმე დარბაზი, სადაც ტარდება სასამართლო სხდომები. ერთი სიტყვით, მთელი კომპლექსის დაგეგმარებით სისტემაში ეს კვანძი წარმოადგენს ცენტრალურ განმანაწილებელ ადგილს, მოხერხებულად არის შერწყმული შენობის მთელ დაგეგმარებით სტრუქტურასთან და უშუალოდ უკავშირდება ყველა ხალხმრავალ სათავსს. მესამე სართულზე მოწყობილია სასამართლო სხდომის დარბაზები თავიანთი მოსაცდელებით, მოსამართლეთა სათათბირო და პროკურორთათვის განკუთვნილი დამოუკიდებელი ოთახები.

უნაკლოდაა დაგეგმარებული სხდომათა დარბაზები. კედლებისა და იატაკების მოსაპირკეთებლად გამოყენებულია თანამედროვე მასალები. მკაცრ სტილში, დიდი თავშეკავებით გადაწყვეტილი მათი ინტერიერები ხელს უწყობენ აუცილებელი ფსიქოლოგიური ზემოქმედების, გარკვეულწილად ამაღლებული განწყობის შექმნას. ცნობილია, რომ კედლებიც ზემოქმედებენ ადამიანზე და არსად ისე მნიშვნელოვანი არ არის ფორმისა და შინაარსის ერთიანობის პრინციპის დაცვა, როგორც მართლმსაჯულების აღსრულებისას. უზენაესი სასამართლოს სხდომათა დარბაზები სრულიად აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს. ისინი ზომიერებითა და მასშტაბურობით გამოირჩევიან, შეხამებული არიან ცენტრალურ მრგვალ ვესტიბიულთან, რომელიც, თავის მხრივ, ნაძერწი, მოვარაყებული ორნამენტებითა და მოხატულობით ორგანულადაა შერწყმული კიბის უჯრედთან. სხდომათა დარბაზები ისეა დაგეგმარებული, რომ პატიმართა, მოსამართლეთა და პროცესზე მოსული ხალხის ნაკადი სრულიად იზოლირებულია ერთმანეთისაგან, რაც სასამართლო სხდომის ნორმალურად ჩატარების აუცილებელი პირობაა.

საინტერესოა მესამე სართულზე მოთავსებული ვესტიბიულის და დიდი სხდომის დარბაზის მხატვრული გაფორმება. მეოთხე სართულზე, ქართული მარმარილოთი მოპირკეთებულ ვესტიბიულში, ვარდისფერი მარმარილოს სვეტების ცენტრში, თეთრ კვარცხლბეკზე მოთავსებული იყო ჯერ ალექსანდრე მეორის სკულპტურული გამოსახულება, შემდეგ-ვლადიმერ ლენინის; მართლმსაჯულების სასახლის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაიდგა სკულპტურული კომპოზიცია-შავ-თეთრი სფერო, რომელიც პოლიტიკურ კონიუნქტურას აღარ ემორჩილება და რომელშიც სიმბოლურად აისახა სიკეთისა და ბოროტების მარადიული ბრძოლა. სფეროს შემოვლებული აქვს ოქროსფერი სარტყელი, რომელზეც ასომთავრულით ინკუსტრირებულია შოთა რუსთაველის ცნობილი აფორიზმი "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია". სკულპტურული კომპოზიციის ავტორია არქიტექტორი კოტე მემანიშვილი.

მეხუთე სართულზე მოთავსებულია უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელთა სამუშაო კაბინეტები. ვესტიბიულიდან ქათქათა კარით შედიხართ ასევე თეთრ დარბაზში, სადაც იმართება უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომები. პლენუმის დარბაზი ინტერიერის არქიტექტურულ- მხატვრული გადაწყვეტით ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში. კედლებისა და ჭერის მოხატულობა ჰარმონიულად ერწყმის იატაკსა და ორიგინალური დიზაინის ავეჯს. გემოვნება, რომელიც, პირველ რიგში, დახვეწილ სისადავეში მჟღავნდება, მნახველს დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას განაცდევინებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია პლენუმის დარბაზის ჭერის მოხატულობა, რომელიც გამოირჩევა უნაზეს ფერთა შერწყმით და ჰაეროვნების განცდით. დარბაზის მშვენებაა უნიკალური ჭაღი, რომლის ავტორია დამსახურებული მხატვარი ნოდარ ერგემლიძე.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შენობის კიბეები. თავისი პარადულობით იგი ყოველთვის შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ახლა ნამდვილად სასახლისებურია მარმარილოს თეთრი ფილებით, მასიური მუქი ხის მოაჯირებით, გამოკვეთილი ორნამენტებით. ბროლის ბრები რიტმულად არის განლაგებული პირველიდან მეექვსე სართულამდე. კიბე მთავრდება კესონური ჭერით, რომელშიც ოქროთი მოვარაყებული ვარდულებია ჩამჯდარი. საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო ნორმების მიხედვით, მატერიალური კულტურის ძეგლის ცნება გულისხმობს ყოველგვარ ობიექტს, რომელიც ინტერესს წარმოადგენს არქიტექტურული და ესთეტიკური თვალსაზრისით. ეჭვგარეშეა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა ზემოაღნიშნულ განსაზღვრას სავსებით შეესატყვისება. სწორედ ამიტომაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით სამართლიანად ჩაირიცხა იგი ჩვენი ქვეყნის მატერიალური კულტურის ძეგლთა რიცხვში.

მართლმსაჯულება:მართლმსაჯულება — სამართალი, კანონიერება, სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმა, რაც ნიშნავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეების განხილვა-გადაწყვეტას, ესე იგი, კანონით დაცული სიკეთის ხელყოფის ფაქტის სასამართლო წესით დადგენას და სამართალდამრღვევთა მიმართ სახელმწიფო იძულებითი ღონისძიებების გამოყენებას. საქართველოში მართლმსაჯულებას მხოლოდ საერთო სასამართლოები ახორციელებენ.


2 comments: